LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ტესლამ“ მართვა დაკარგა და ავტოფარეხს დაეჯახა

55
teslacrashhouse

კალიფორნიის შტატის ერთ–ერთ პატარა ქალაქში Tesla Model 3 პოლიციისგან დამალვას ცდილობდა და დიდი სიჩქარით მიმავალი კერძო სახლის ფარეხს შეასკდა.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელები მამაკაცს მას შემდეგ დაედევნენ, რაც მან საშიში მანევრი გააკეთა. მძღოლს ჯარიმის გადახდა არ სურდა, ამიტომ სამართალდამცავებისგან მიმალვა სცადა.

თუმცა, მალევე მან ელექტროქარის მართვა დაკარგა, ჯერ განათების ბოძს დაეჯახა, შემდეგ კი ფარეხს შეასკდა და ის მთლიანად დაანგრია.

ავარიის შემდეგ მძღოლმა ავტომობილი სასწრაფოდ დატოვა და მიიმალა. პოლიციამ მისი პოვნა ცხელ კვალზე სცადა, თუმცა კანონდამრღვევს მხოლოდ მეორე დილით მიაგნეს.

აღსანიშნავია, რომ დამტვრეული ელექტრომობილის სალონში გაქცეულმა მძღოლმა მგზავრი დატოვა, რომელიც მსუბუქი ტრავმებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები