ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და პირველმა ლედიმ, ჯილ ბაიდენმა ჰელოუინის დღესასწაული აღნიშნეს.
თეთრ სახლში მიწვეულ სტუმრებს ისინი ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ.
თეთრ სახლში გამართულ ჰელოუინის ღონისძიებას Hallo-READ! ერქვა.
პირველმა ლედიმ, რომელიც გამოცდილი პედაგოგია, ბავშვებს კითხვის წახალისების მიზნით წიგნები დაურიგა, მოგვიანებით კი ჰელოუნის კოსტიუმებში გამოწყობილ ბავშვებს ზღაპრებიც წაუკითხა.
დღის განმავლობაში თეთრი სახლის კარი 8 000-მდე ადამიანისთვის გაიხსნა, მათ შორის სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის და მოსწავლეებისთვის.
ფოტო: Reuters