ტელეწამყვან თიკა ფაცაციას უფროსი ვაჟი იუბილარია. ანდრო ანთელიძეს დღეს 24 წელი შეუსრულდა. ტელეწამყვანი იუბილარ შვილს ემოციურ პოსტს უძღვნის.
„დე მიყვარხარ ძალიან, ბედნიერი და ჯანმრთელი მყავდე მუდამ. ანდრო 24“, – წერს თიკა და ემოციურ კადრებს გვიზიარებს.
ცნობისთვის, თიკა ფაცაცია სამი შვილის დედაა. მისი მეუღლე დავით ანთელიძეა, რომელზეც 17 წლის ასაკში დაქორწინდა.
რაც შეეხება თიკას უფროს ვაჟს, ანდრო ანთელიძემ განათლება საზღვარგარეთ, კერძოდ, საფრანგეთში მიიღო და კარგად საუბრობს როგორც ფრანგულ, ასევე ინგლისურ ენებზე. ის ახალგაზრდა საკალათბურთო მწვრთნელია. თავისი ცხოვრების დიდ ნაწილს სწორედ სპორტის ამ სახეობას უთმობს.
ფოტო: “გავიზარდეთ ერთად” – თიკა ფაცაცია უფროს ვაჟთან ერთად ახლა და 8 წლის წინ ჯაზ ფესტივალზე