თიკა ჯამბურიას შემოქმედებითი სიახლეები აქვს. ის ამჟამად ახალი კლიპის გადაღებებით არის დაკავებული. კლიპზე მუშაობის ამონარიდი მან სოციალურ ქსელში „ტიკ-ტოკი“ გააზიარა და თაყვანისმცემლებს გაუმხილა, რომ ახალი ვიდეორგოლის ხილვის შესაძლებლობა მალე ექნებათ. თიკა კადრებში ძალიან მომხიბვლელად გამოიყურება.