თიკა ჯამბურია ყოფილ დედამთილთან, ხათუნა ხოფერიასთან ერთად „იმედის“ გადაცემას „კულინარიული დუელი” ესტუმრა.
როგორც თიკა აღნიშნავს, ხათუნა მისთვის სამაგალითო ადამიანია:
„მე ფეთქებადი ვარ, ხათუნა უფრო თავშეკავებულია. სულ მეუბნება: „გაატარე”, მაგრამ არ შემიძლია. აუცილებლად პასუხი უნდა გავცე. თავად თუ ბედავს, მეც შემიძლია, ყველას სათანადო პასუხი გავცე. ამაში მე და ხათუნა ერთმანეთს არ ვგავართ.
ხშირად ბულერი ხალხი ცდილობს, ხათუნას გამო რაღაცაზე ცუდად მიპასუხოს. რაც არ უნდა მოხდეს ცხოვრების განმავლობაში, რა გზაზეც არ უნდა წავიდეს ხათუნა და რა გზაზეც არ უნდა წავიდე მე, ვერასოდეს „გადავახტები” ჩვენს პატივისცემას, ჩვენს ურთიერთობასა და სიყვარულს. ხათუნა არის ისეთი ბებია და ჩემი შვილი ისე უყვარს, ეს არის ჩემთვის მთავარი. ჩვენი სიყვარულის ამომავალი წერტილი ეს არის. ხათუნას, როგორც ქალს, ძალიან ვაფასებ. უძლიერესი ქალია. ჩემთვის, სამაგალითოა. შეიძლება ითქვას, რომ დედასავით მიყვარს. ჩემი მეორე დედაა. დღე არ გადის, რომ ერთმანეთთან კონტაქტი არ გვქონდეს.” – ამბობს თიკა ჯამბურია.