„კავეას“ ახალი სერიალის „ვინ იცის მერი“ მსახიობი თინა დალაქიშვილი ეჭვიანობის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ადამიანის ეს თვისება მისთვის მიუღებელია:
„ვერ ვიტან ეჭვიან ადამიანებს. ეგრევე ვხვდები, რომ ჩემ მიმართ ნდობა არის ნულს ქვევით. როცა მსახიობი ხარ, ხან რომელ ქვეყანაში ხარ, ხან რომელში, საველე პირობებში ცხოვრობ ხან ვიღაცასთან, ხან ჯგუფთან ერთად. კარგია, როცა პარტნიორი გენდობა და მშვიდად მიდის ურთიერთობა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება დიდხანს ვერ ნახოთ ერთმანეთი.
ძალიან მიყვარს ჩემი პირადი სივრცე. მარტო ყოფნა არის ჩემთვის ყველაზე მთავარი სამყაროში, რაც შეიძლება იყოს. თუ პირადი სივრცე მენგრევა, თავში ისეთი სიგიჟეები მაქვს, ვეღარ ვხვდები, რას ვაკეთებ…“
@cavea.plus სერიალი "ვინ იცის მერი" იწყება! ურთიერთობებზე, ეჭვიანობაზე და დეითინგზე (30 წლის შემდეგ) 💜 10 ივლისიდან, ყოველ ხუთშაბათს "ვინ იცის მერი" მხოლოდ cavea.plus-ზე, Coca-Cola წარმოგიდგენთ 🥤🍒 #ვინიცისმერი #caveaplus #პრემიერა #კავეაპლუსი #ნატალიაჯუღელი #fyp #თინადალაქიშვილი #ახალიქართულისერიალი #სერიალი #მსახიობიმსახიობთან ♬ original sound – cavea+