LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ტკბილად შესრულებული „თუ ასე ტურფა იყავი“ – ნიკა კუბლაშვილის მორიგი გამოჩენა: „როცა ვმღერი, ვგრძნობ, რომ მარტო არ ვარ, ჩემ უკან არიან ჩვენი წინაპრები…“

880
b3f2a190-a328-4301-877d-53be71b6d487

ნიკა კუბლაშვილის ვიდეოებმა სოციალური ქსელი ააფეთქა – მის ნამღერს ჰამლეტ გონაშვილის შესრულებას ადარებენ.

„დილა მშვიდობისა საქართველომ“ ახალგაზრდა მომღერლის შესახებ სიუჟეტი მოამზადა.

ნიკა კუბლაშვილი:

„როდესაც ვმღერი, მთელი სამყარო ქრება. რომ მკითხოთ, ჩემთვის რა არის მუსიკა, სიტყვებით ვერ აღვწერ. მუსიკით ვცხოვრობ, ვფიქრობ და ვაზროვნებ… ჩემი თავი ყველაზე მეტად ფოლკლორში ვიპოვე. ქართული ფოლკლორი ჩემთვის ყველაფერია, ეს არის სიმდიდრე, რომელსაც ვერაფერს შეადარებ…

როცა ვმღერი, ვგრძნობ, რომ მარტო არ ვარ, ჩემ უკან არიან ჩვენი წინაპრები… არაერთი გენიალური მომღერალი გვყავს, თუმცა ჩემთვის კერპი და მისაბაძი ადამიანი არის ჰამლეტ გონაშვილი. ბევრს ვმუშაობ ყოველდღიურად და ვცდილობ, რომ განვვითარდე, რადგან მისნაირი მომღერალი გავხდე…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g