რამდენიმე დღის წინ, ფართო აუდიტორიამ კიდევ ერთი ახალგაზრდა შემსრულებელი გაიცნო – მარიამ ერქომაიშვილმა, რომელიც გადაცემა „დღის პოსტის“ სტუმარი იყო, საკუთარი სიმღერით მსმენელი მოხიბლა.
როგორც მარიამ ერქომაიშვილმა გადაცემაში სტუმრობის დროს აღნიშნა, ის მუსიკოსის, ლოტბარ ანზორ ერქომაიშვილის შთამომავალია და მასთან მნიშვნელოვანი მუსიკალური გაკვეთილებიც აქვს გავლილი.
„დღის პოსტში“ მარიამმა, გიტარის თანხლებით, არაჩვეულებრივად შეასრულა მამუკა ჩარკვიანის ცნობილი სიმღერა „კესანები“.
„საოცრება ხარ მარიამ! „ბულბულია“, „დიდი მადლობა, ასეთი შესრულებისთვის“, „უნიჭიერესი მარიამი, ჩვენი მარგალიტი“, „ტკბილხმოვანი გოგო“ – წერენ ვიდეოს კომენტარების ველში სოციალური ქსელის მომხმარებლები.
🔹 “კესანები”🎼 – მარიამ ერქომაიშვილი
Posted by დღის პოსტი / Dgis Posti on სამშაბათი, 01 აპრილი, 2025