LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „თმა წარმოუდგენლად მცვივა, ჩემი მკერდი ჯერ კიდევ არ არის თანაბარი“ – კიბოსთან მებრძოლი ჯესი ჯეი სიახლეებს გვიზიარებს

235
page

ჯესი ჯეი აგრძელებს გულშემატკივრებისთვის თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობების მიწოდებას. ამჯერად მან ორი ვიდეო გაავრცელა. 37 წლის არტისტი, რომელიც მკერდის კიბოს რამდენიმე თვეა ებრძვის და უკვე ოპერაციაც გადაიტანა, აცხადებს, რომ თმა წარმოუდგენლად ცვივა.

„თმა წარმოუდგენლად მცვივა, ჩემი მკერდი ჯერ კიდევ არ არის თანაბარი, მაინც ძალიან მტკივა… ვცდილობ გავარკვიო, როგორი იქნება ჩემი მომდევნო ექვსი თვე. ვიცი, რომ ვერ შევძლებ ყველაფერს, რაც დაგეგმილი მქონდა, მაგრამ მინდა, რაღაცები მაინც შევძლო, ჩემთვის, სკაისთვის, ჩემი გულშემატკივრებისთვის“, – აცხადებს ჯესი ჯეი.

მიუხედავად ასეთი ცხოვრებისეული გამოწვევისა, არტისტი არ აპირებს დანებებას და არც მუსიკალური ინდუსტრიიდან წასვლას გეგმავს.

„შემიძლია დავისვენო, ვიყო მშობელი და ამავდროულად გამოვუშვა ახალი მუსიკა. მე არ დამიტოვებია დიდი ლეიბლი! 18 წლის ასაკიდან იმისთვის არ ვმღერი, რომ შემეშინდეს“, – ამბობს არტისტი.

„მე ნაწიბურებს ვერ ვეხები და ვერც ვუყურებ“ – მკერდის კიბოსთან მებრძოლი ჯესი ჯეის სულისშემძვრელი ინტერვიუ

ჯესი ჯეის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა – 37 წლის არტისტი ვიდეოს ავრცელებს

„შვილი ხელში ვერ ამყავს… მასტექტომიიდან 4 კვირა გავიდა“ – ჯესი ჯეი „ინსტაგრამზე“ პოსტს ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები