LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „თმის მადლით შემამჩნიეს.. სიტყვა სიბერე ჩავანაცვლე სიტყვით თავისუფლება.. ამიტომ, კი არ ვბერდები, უფრო თავისუფალი ვხდები“ – ელენე ჭანიშვილი – ქალი, რომლის ფოტოებიც VOGUE-ში დაიბეჭდა 

559
Untitled design

ელენე ჭანიშვილის წარმატება მის თმაშია, როგორც ის „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში“ ჰყვება, ფოტოგრაფმა სწორედ  თეთრი, ბუნებრივი თმის გამო შეამჩნია, შემდეგ კი მისი ფოტოები „ვოგში“ მოხვდა.

„როცა პოზიტიური განწყობა გექნება, როცა იღებ მოვლენას ისე, როგორც უბრალოდ მოვლენას და არ ხდები მისი მონა, მერე მოდის გამართლება.

მიმღებლობა უნდა ვისწავლოთ.. ადრე რაღაც არ გამომდიოდა და როგორ განვიცდიდი და დღეს როგორ ვხვდები.

ჩემი შვილის დახმარებით ვისწავლე პოზიტიური აზროვნება, დედა დავკარგე და ჩემ თავსაც ვადანაშაულებდი ამაში, ვთხოვე ჩემ ძმას, რომ მასთან წაეყვანა მაგრამ..

მაშინ დამიდგა შვილი გვერდით, რომ ყველანი ვართ ერთი დიდი სივრცის პატარა ნაწილი, რეალურად აზრი აქვს იმას, როგორ შეხვდები პრობლემას.

პირველი ჭაღარა მქონდა 15 წლის ასაკში, გენეტიკის გამო, ოპერაცია გავიკეთე ხერხემალზე, ოპერაციის შემდეგ თმა მთლიანად თეთრი მქონდა..

თმის მადლით დამინახეს, შემამჩნიეს, სიტყვა სიბერე ჩავანაცვლე სიტყვით თავისუფლება. ამიტომ, კი არ ვბერდები, უფრო თავისუფალი ვხდები,“ – ამბობს ელენე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g