ტომ კრუზი და ანა დე არმასი ლონდონში Oasis-ის კონცერტს ერთად დაესწრნენ. წყვილი შემთხვევით გადაიღო დიჯეი გოლდიმ, რომელმაც მოგვიანებით ვიდეო ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.
კადრში 63 წლის კრუზი და 37 წლის დე არმასი ხელჩაკიდებულები იყვნენ და ზოგადად ბედნიერად გამოიყურებოდნენ. სხვათა შორის, ვარსკვლავური წყვილის შემჩნევის შემდეგ, დიჯეი მათთან მივიდა და ერთობლივი ფოტოს გადაღება სთხოვა.
ტომ კრუზსა და ანა დე არმასს შორის შესაძლო რომანის შესახებ ჭორები პირველად მიმდინარე წლის თებერვალში გავრცელდა, როდესაც პაპარაცებმა ისინი ვალენტინობის დღეს ლონდონის ერთ-ერთ რესტორანში ერთად დააფიქსირეს. მას შემდეგ წყვილი ერთად შენიშნეს, თუმცა არც ტომს და არც ანას ურთიერთობაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ტომ კრუზი ანა დე არმასს პაპარაცებისგან მალავს
რომანტიკული სეირნობა ლონდონის პარკში – ტომ კრუზისა და ანა დე არმასის მორიგი გამოჩენა




