ჯგუფ „სახის“ სიმღერა „თოვლი მოსულა“ ერთ-ერთია საახალწლო რეპერტუარიდან, რომელსაც ყოველ წელს სხვადასსხვა ვერსიით ვისმენთ.
ახლახან თათა სადრაძემ სოციალურ ქსელში გაგვიზიარა ვიდეო, სადაც „სახის“ პოპულარულ კომპოზიციას ამჯერად „ბასტი-ბუბუს“ სტუდიის ბავშვები ასრულებენ.
სიმღერას ასრულებენ მარიამ ჩხაიძე, ანასტასია ხვედელიანი, ნინია ხარშილაძე, ნინიკო მეფარიძე, ელენე ჩიკვაიძე, ლიზიკო ბაბუციძე და ელენე ძაგანია.