LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „თქვენი იმედი მაქვს, რომ დათიკოს ისევ დაუბრუნებთ ყველაფრის ხალისს“ – როგორ ულოცავენ კლასელები დათი ქოქრაშვილს დაბადების დღეს

200
Untitled design

იუბილარ დათი ქოქრაშვილს კლასელები დაბადების დღეს ულოცავენ და სიმღერას უძღვნიან.

„ყველაზე მაგარი ბიჭის დღეა, მინდა ჯანმრთელი და ბედნიერი გვყავდე“ – დათი ქოქრაშვილი იუბილარია

დათის მეგობრების ვიდეოს სოციალურ ქსელში დათის დედა აქვეყნებს და იმედოვნებს, რომ სწორედ ამ პატარების მხარდაჭერით, დათიკოს ისევ დაუბრუნებენ ყველაფრის ხალისს:

„უუუუდიდესი მადლობა ხალხნო, ასეთი სიყვარულისთვის და უთბილესი სიტყვებისთვის. იმდენი ადამიანი მწერს და მირეკავს, მთელი დღე გაბრწყინებული თვალებით დავდივარ.

ბავშვებო თქვენ ხართ საოცარი, უსაყვარლესი ადამიანები. თქვენი იმედი მაქვს, რომ დათიკოს ისევ დაუბრუნებთ ყველაფრის ხალისს“, – წერს დათი ქოქრაშვილის დედა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, დათი ამჟამად გერმანიაში იმყოფება და საქართველოში დაბრუნებას აპირებს.

„ჩვენი გმირი დათიკო ბრუნდება.. ყველაზე ძლიერი ოჯახი“ – დათი ქოქრაშვილი მალე საქართველოში ჩამოვა

ვიდეო: დათი ეზოში სეირნობს და წვიმიანი ამინდით ტკბება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g