LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ტრადიციად გვაქვს, რომ ყოველ წელს ნამდვილი ფორთოხლებით ვრთავთ ნაძვის ხეს“ – როგორი იყო ნინო სურგულაძის, დათო ევგენიძის და ასმათ ტყაბლაძის საახალწლო სამზადისი 

315
Untitled design

როგორ იყო ნინო სურუგლაძის, დათო ევგენიძის და ასმათ ტყაბლაძის საახალწლო სამზადისი:

ნინო სურგულაძე ახალ წელს საქართველოში მეუღლესთან და პატარა ტყუპებთან ერთად შეხვდა.

„ახლა სულ სხვა სიტუაციაა; ბავშვები არიან, მეუღლე, ჩემი დედიკო აქ არის, მეგობრები..

ზაქარიას და ნატალიას ძილის წინ ყოველთვის ვუყვებით ზღაპრებს რიგრიგობით ხან მე, ხან გიორგი,“ – ამბობს მომღერალი.

„ჯამში , შეიძლება ითქვას, რომ ნორმალური წელი იყო,მომავალი წელი მინდა რომ იყოს მშვიდი,“ – ამბობს გიორგი ინწკირველი.

მუსიკოსმა დათო ევგენიძემ და მისმა მეუღლემ ნინო ჟვანიამ ნაძვის ხე ნამდვილი ფორთოხლებით მორთეს:

„ახალი წელი ყველასთვის განსაკუთრებული დღეა, აცილებ იმას, რაც აღარასდროს აღარ იქნება..

ტრადიციად გვაქვს რომ ყოველ წელს ფორთოხლებით ვრთავთ ნაძვის ხეს..

2024-ში ვაპირებ გავაკეთო კონცერტი,“ – ამბობს ევგენიძე.

ასმათ ტყაბლაძემ კი, წინა საახალწლო პერიოდში, საიდუმლო რეცეპტით გოზინაყი მოამზადა:

„სოფიკო ჭიაურელს ვუკეთებდი ხოლმე ამ გოზინაყს..

არაფრისთვის ისე არ ვემზადები როგორც ახალი წლისთვის,“ – ამბობს ასმათ ტყაბლაძე.

 

magti 5g