LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ტრულაილას ფული რად უნდა“ ინგლისური ვერსიით გამოვიდა – ნახეთ კლიპი

1739
სალიენი

არტისტმა სალიენმა (სალი შუბითიძე) ახალი კლიპი წარმოადგინა, რომლის პრეზენტაციაც 11 ივლისს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ შედგა.

შეკრებილმა სტუმრებმა კლიპი ფილარმონიის გარე ფასადზე დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე იხილეს.

ვიდეორგოლის მუსიკალური მხარე ძალიან საინტერესოა, რადგან ის ცნობილი ქართული სიმღერის „ტრულაიალას ფული რად უნდა“ ინგლისურენოვან ვერსიას წარმოადგენს.

სალიენი გახლავთ მუსიკოსი და დიჯეი, რომელიც საავტორო მუსიკასაც ქმნის და ცნობილი მელოდიების ორიგინალურ ვერსიებსაც.

აღსანიშნავია, რომ კლიპის პრემიერა სალიენმა თავის დაბადების დღეს დაამთხვია.

„დილიდან ტრულალას თუ მოვუსმენდი, თანაც, ინგლისურად, რას ვიფიქრებდი“, წერს ერთ-ერთი აღფრთოვანებული მსმენელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები