„მეფესავით პოდკასტს“ სტუმრობს რეჟისორი ლევან წულაძე, რომელიც განმარტავს, თუ რატომ არ სარგებლობს მობილური ტელეფონით წლებია.
„არანაირად არ მიჭირს. მე მაქვს უზარმაზარი „აიპედი“, რომელშიც ვცხოვრობ. უბრალოდ, არ ვსქროლავ. არ ვუყურებ ყვითელ ამბებს და არ ვრეკავ, არ მიყვარს დარეკვა. ერთი რვა კაცის ტელეფონი იქ მაქვს ჩაწერილი, ჩემი ცოლის, შვილის, თეატრის გოგონები. ვინმეს ჩემი ნახვა თუ უნდა, მიპოვის. თუ ტყუილად არის… ალო, როგორ ხარ, გუშინწინ გნახე საბურთალოზე… რა ცოდნა გავცვალეთ ახლა? თუ დამჭირდა რამე, სხვას ვეუბნები, დაურეკე და უთხარი-მეთქი… ბავშვობიდან მივხვდი, რომ ძალიან უსარგებლო რამეა ტელეფონი, სანამ მე ტელეფონზე ვლაპარაკობდი გოგონებთან, სხვა მიდიოდა და საქმეს აკეთებდა…“
