28 ნოემბრიდან ქვეყანაში საპროტესტო აქციები იმართება. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა 2028 წლამდე გადაიდო.
საპროტესტო აქციებს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები უერთდებიან. მათ შორის არიან მუსიკოსებიც.
ქეთათო პოპიაშვილი მსვლელობის დროს აცხადებს, რომ „თუ [ხელისუფლება] დროზე არ მოეგო გონს, სერიოზული რყევები მოხდება, რაც დააზიანებს ქვეყანას“.
„თუ დროზე არ მოეგნენ გონს, სერიოზული რყევები მოხდება, რაც დააზიანებს ქვეყანას… მერე აღარ ექნებათ უკან დახევის შესაძლებლობა“ – აცხადებს ქეთათო პოპიაშვილი საპროტესტო აქციიდან.