LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „თუ ფონდს ყადაღა არ მოხსნეს, ალტერნატივას გავუჩენ ბავშვებს, რომლებსაც ეს ძალიან სჭირდებათ და ალტერნატივა იქნება პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრების დახმარება“ – ნანუკა ჟორჟოლიანი

329
ნანუკა ჟორჟოლიანი

„თუ ფონდს ყადაღა არ მოხსნეს, ალტერნატივას გავუჩენ ბავშვებს, რომლებსაც ეს ძალიან სჭირდებათ“, – ამის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ტელეწამყვანმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა განაცხადა.

„რამდენიმე საათის წინ, 5 წლის დაჩისთვის რომ 30 ათასი ლარი გთხოვეთ და 35 ათასი აქვს უკვე დედას ანგარიშზე. ასეთი ხალხი ხართ თქვენ!!…სიგიჟემდე მიყვარხართ“ – ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი გვამცნობს სასიხარულო ინფორმაციას, რომ ნაცვლად 30 000 ლარისა, რომელიც ოპერაციას სჭირდებოდა, შეგროვდა 35 000 ლარი და ის უკვე დაჩის დედის ანგარიშზეა.

ჟურნალისტი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, ნანუკას ფონდზე ხელისუფლება ყადაღის მოხსნას არ აპირებს, შესაბამისად მისი თქმით ალტერნატივაზე ფიქრობს, რაც პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრების დახმარება იქნება:

„ჩემი ინფორმაციით, ფონდზე ყადაღის მოხსნას არ აპირებენ ისევე, როგორც ამ საქმის გაცილებით გამწვავებას… ამ ერთი კვირის განმავლობაში თუ ფონდს ყადაღა არ მოხსნეს, ალტერნატივას გავუჩენ ბავშვებს, რომლებსაც ეს ძალიან სჭირდებათ და ალტერნატივა იქნება პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრების დახმარება“, – ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე საქართველოში არსებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში განახორციელა „ნანუკას ფონდის“ , „ფროსფერითის“, „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“-ის, „სირცხვილიას“ და „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ საბანკო ანგარიშების და მათზე არსებული ფულადი სახსრების დაყადაღება. პროკურატურის ცნობით, აღნიშნული ფონდები მიღებული ფინანსური რესურსების ძირითად ნაწილს წარმართავდნენ კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენი პირების წახალისებისთვის, ისევე როგორც ამ დანაშაულების ჩასადენად საჭირო ინვენტარის და საშუალებების შეძენისთვის. ამასთან, პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ ფონდები შეგროვებული ფინანსების ძირითად ნაწილს ახმარენ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტზე ბრალდებულ პირთა და მათი ოჯახის წევრთა ფინანსურ უზრუნველყოფას.

ჩემი ინფორმაციით, ფონდზე ყადაღის მოხსნას არ აპირებენ — ნანუკა ჟორჟოლიანი

„ჩემი ინფორმაციით, ფონდზე ყადაღის მოხსნას არ აპირებენ ისევე, როგორც ამ საქმის გაცილებით გამწვავებას… ამ ერთი კვირის განმავლობაში თუ ფონდს ყადაღა არ მოხსნეს, ალტერნატივას გავუჩენ ბავშვებს, რომლებსაც ეს ძალიან სჭირდებათ და ალტერნატივა იქნება პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრების დახმარება“ — ნანუკა ჟორჟოლიანი

Posted by Formula • ფორმულა on ორშაბათი, 24 მარტი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g