LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „თუ ფსიქოლოგიურად ძლიერი არ ხარ ამას ვერავინ გაუძლებს…ცხვარი რომ მოხვდება მგლების ხროვაში, ზუსტად ეგეთი შეგრძნება მქონდა“ – რას საუბრობს ნანუკა სტამბოლიშვილი

1395
2025-12-28_23-58-15_998883

ქართველი მსახიობი ნანუკა სტამბოლიშვილი თურქულ სერიალ Emanet-ში მთავარ როლს ასრულებს. მსახიობმა, რომელმაც არა მხოლოდ თურქეთის, არამედ ქართველ მაყურებლის დიდი სიყვარული მოიპოვა.

ნანუკა ამჯერად გადაცემის „ყავა ბათუმურად“ სტუმარია, რომლის ეთერშიც სერიალში გადაღების შემდეგ, მის მიმართ წამოსული უარყოფითი კომენტარების შესახებ საუბრობს.

„თურქეთამდე მე არ მახსოვს სოციალურ ქსელში უარყოფითი კომენტარები. ასე თუ ისე აქტიური ვიყავი. როდესაც ჩავედი და ასეთი დაუჯერებელი შემოთავაზება მივიღე, გამაფრთხილეს, რომ რადგან მესამე სეზონში შევდიოდი, წინა სეზონების წყვილებს თავიანთი გულშემატკივარი ჰყავდათ და ამიტომაც შესაძლო იყო ნეგატიური კომენტარები წამოსულიყო. ვერც კი აგიხსნით რა მოხდა.

ახლაც გამაჟრჟოლა რომ გამახსენდა, იმხელა სტრესი იყო. თუ ფსიქოლოგიურად ძლიერი არ ხარ ამას ვერავინ გაუძლებს… ცხვარი რომ მოხვდება მგლების ხროვაში, ზუსტად ეგეთი შეგრძნება მქონდა. ისეთ რამეებს წერდნენ, ვფიქრობდი საიდან მოიგონეს მეთქი“, – ამბობს ნანუკა სტამბოლიშვილი.

ფოტო: „ქართული სილამაზე და მშვენიერება” – ნანუკა სტამბოლიშვილი სანაპიროზე გადაღებულ კადრებს გვიზიარებს

ვიდეო: ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანის თურქულ ნამღერზე ანრი ჯოხაძე და სალომე ღვინიაშვილი ცეკვავენ

ვიდეო: ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანი თურქულ სიმღერას მღერის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g