მომღერალი ნინო ბაშარული მიმდინარე ზაფხულში, „მუსიკალურ ქარავანთან“ ერთად საქართველოს სხვადასხვა კუთხეს სტუმრობდა, მათ შორის, ხევსურეთსა და თუშეთს.
მუსიკალური მოგზაურობის შესახებ ინფორმაციას, თავგადასავლებსა და ემოციებს მომღერალი სოციალურ ქსელში საკუთარ გამომწერებსაც ინტენსიურად უზიარებს.
ნინო ბაშარული ემოციურ სტატუსებს აქვეყნებს, როგორც თუშეთის, ასევე ხევსურეთის სილამაზისა და ამ კუთხეების მაცხოვრებლების შესახებ და ასევე გვიზიარებს ვიდეოებს, თუ როგორ მღერიან ადგილობრივები მასთან ერთად.
„თუ გინდა ნამდვილი თუშეთი და მთელი საქართველო შეიგრძნო, დართლოს ნამდვილ საგანძურს, თამროს უნდა მოუსმინო“, – წერს მომღერალი.
„მეგობრებო, ყველამ იცით, რომ დაჯის ძალიან უყვარს სიმღერა, ხოდა ჩვენს „დუეტზე” რას ფიქრობთ?“ – წერს ნინო ბაშარული და კიდევ ერთ ვიდეოს აქვეყნებს.