„თუ არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა. ყველაზე მეტად რაც ჩვენ, ადამიანებს სახელმწიფოსგან გვჭირდება, ეს არის სამართალი და სამართალი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რა უნდა მომცეს სახელმწიფომ გარდა სამართლისა…“ – ამის შესახებ მწერალმა დათო ტურაშვილმა განაცხადა.
ტურაშვილმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე „ბათუმელებთან“ ინტერვიუში ისაუბრა. მან „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაკავებაზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ არც ერთი პოლიციელი არ არის დასჯილი, მაშინ როცა სავსეა ციხეები აქციებში მონაწილე ახალგაზრდებით:
„თვალები ცრემლებით მევსება, როცა თბილისში ადამიანებს არბევენ, ის საშინელი სითხე თვალებს მეც მიწვავს მიუხედავად იმისა, რომ საქართველოდან საკმაოდ შორს ვარ“ – დათო ტურაშვილი
„თვალები ცრემლებით მევსება, როცა თბილისში ადამიანებს არბევენ, ის საშინელი სითხე თვალებს მეც მიწვავს მიუხედავად იმისა, რომ საქართველოდან საკმაოდ შორს ვარ“ – დათო ტურაშვილი
„რა განსხვავებაა მაშინ, თუ ისევ ისე არბევთ, თუ სასამართლო ისევ უსამართლოა და ადამიანებს ისევ ისე ექცევიან მაშინ რა განსხვავებაა?
როდესაც მზია ამაღლობელ იჭერ… მე გულწრფელად ვაღიარებ, მათი გამოცემის შედეგია ბათუმის და აჭარის შესახებ ბევრი რამე რომ ვიცი, სულ მეკითხებიან სად კითხულობ? – „ბათუმელებში“ ვკითხულობ. „ბათუმელებში“ არის უნიკალური მოვლენა.
თუ არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა. ყველაზე მეტად რაც ჩვენ, ადამიანებს სახელმწიფოსგან გვჭირდება, ეს არის სამართალი და სამართალი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რა უნდა მომცეს სახელმწიფომ გარდა სამართლისა…
როცა მზია ამაღლობელს იმიტომ აპატიმრებ, რომ პოლიციელზე თავდასხმა განახორციელა და ძალიან კარგად იცის იმ პოლიციელმა, რომ იმ გაუსაძლისი ტკივილის რეაქცია ჰქონდა მზია ამაღლობელს სინამდვილეში და არა რომელიმე პოლიციელზე თავდასხმის განზრახვა, ეს ყველამ მშვენივრად იცის…
არც ერთი პოლიციელი ქვეყანაში არ დაუსჯიათ, როცა სავსეა ციხეები ახალგაზრდა ადამიანებით, ბიჭებით და გოგოებით, რომლებიც მხოლოდ იმიტომ გამოდიან ქუჩაში, რომ არ უნდათ უსამართლო ქვეყანაში ცხოვრება, სანამ არ გვექნება სამართალი და სახელმწიფო ეს არ დამთავრდება“, – ამბობს ტურაშვილი.