LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: თუ სააკაშვილს კლინიკაში დაემართა ისეთი რამ, რაც არ უნდა დაემართოს, ქართული ოცნების წარმომადგენლები დაიწყებენ „გაპრავებას“ – მალხაზ მაჩალიკაშილი

245
Untitled design (1)

თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

მისი განცხადებით, „მიხეილ სააკაშვილს თუ კლინიკაში დაემართა ისეთი რამ, რაც არ უნდა დაემართოს, ქართული ოცნების წარმომადგენლები დაიწყებენ „გაპრავებას“, რომ თითქოს ყველაფერს აკეთებდნენ მისი ჯანმრთელობისთვის“.

„რა თქმა უნდა გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი იღებს. გადაწყვეტილებას მაშინ იღებენ, როცა ყველაფერს აფუჭებენ, მერე ფიქრობენ, როგორ მოაგვაროს ეს ყველაფერი და ამას ძალიან კარგადაც ახერხებენ.

2 კილომეტრში ვერ გაბედეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სასამართლოზე, ამით ხელისუფლება გვითხრა, რომ სააკაშვილი ძალიან ცუდად არის.

ღმერთმა დაიფაროს, ეს თითოეული ადამიანისთვის, ქვეყნისთვის და სახელმწიფოსთვის ძალიან ცუდი დარტყმა იქნება. მიხეილ სააკაშვილს თუ კლინიკაში დაემართა ისეთი რამ, რაც არ უნდა დაემართოს, ქართული ოცნების წარმომადგენლები დაიწყებენ „გაპრავებას“, რომ თითქოს ყველაფერს აკეთებდნენ მისი ჯანმრთელობისთვის“, – აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

 

 

❗ მიხეილ სააკაშვილს თუ კლინიკაში დაემართა ისეთი რამ, რაც არ უნდა დაემართოს, ქართული ოცნების წარმომადგენლები დაიწყებენ “გაპრავებას”, რომ თითქოს ყველაფერს აკეთებდნენ მისი ჯანმრთელობისთვის
? მალხაზ მაჩალიკაშვილი

Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on კვირა, 04 დეკემბერი, 2022

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g