„საქართველოს ხმის“ მუსიკალურ კონკურსში მონაწილეობა 17 წლის აჩი ჯაიანმა მიიღო, რომელიც ბათუმიდანაა და სიმღერა სულ რაღაც წელიწადნახევრის წინ დაიწყო.
აჩიმ საოცარი ბარიტონით წამყვანებიც და ჟიურიც მომენტალურად მოხიბლნენ.
ის მუსიკალური ოჯახიდანაა, მისი მამა სულხან ჯაიანი საოპერო მომღერალი და ანსამბლ „ბათუმის“ წევრია.
თიკა ფაცაციამ აჩის ხმის მოსმენის შემდეგ აღნიშნა: „თუ ვსაუბრობთ საქართველოს ხმაზე, აი, ეს არის ხმა“.