ეკა და ნუკა კვალიაშვილები გადაცემას „გული მღერის“ სტუმრობდნენ.
ეკამ და ნუკამ „მთვარეო“ იმღერეს და მსმენელის მხრიდან უამრავი კომპლიმენტი მიიღეს.
„უნიჭიერესი, შეუდარებელი, განსხვავებული ხმებით, არტისტიზმით სავსე დედა-შვილი.
ბედნიერებაა, თქვენი მოსმენა.
ნეტავ, ვინ გვყავს უკეთესი, ვიდრე ეკა! ნუკიზე, აღარაფერს ვამბობ, სადა, უბრალო და ძალიან საოცარი ხმით. გაიხარეთ.“
„ორი საოცარი პროფესიონალი იშვიათი მომღერალი. თუკი ვინმეზე ითქმის ვარსკვლავი ეს დედაშვილია“
„ამის შემდეგ ვისი ნამღერი უნდა მოგეწონოს?“ – აღნიშნავს მსმენელი.
ცნობისთვის, მომღერალი ეკა კვალიაშვილი 23 მაისს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში კონცერტს გამართავს.
23 მაისს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ეკა კვალიაშვილის საიუბილეო საღამო გაიმართება
„შევხვდებით ფილარმონიაში. საოცარი საღამო გელით, ისეთი როგორიც ჯერ არ ყოფილა“ – წერს ნუკა დედის კონცერტთან დაკავშირებით.