LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: თურქეთის პრეზიდენტი პირდაპირ ეთერში ჩინური ვაქცინით აიცრა

221
ერძოღანი

თურქეთში საყოველთაო ვაქცინაციის პროგრამა დაიწყო. ისინი ჩინური Sinovac – ის მიერ შექმნილ ვაქცინას იყენებენ.

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი პირდაპირ ეთერში აიცრა. მმართველი პარტიის პრესსპიკერმა კი განაცხადა, რომ ერდოღანმა ეს ჩინური ვაქცინის ეფექტურობასთან დაკავშირებული შიშებისა და ეჭვების გასაფანტად გააკეთა.

პრეზიდენტის თქმით, ”მმართველი პარტიისა და აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა წევრი ჩინური ვაქცინით აიცრება”.

ერდოღანმა ვაქცინა ანკარის ჰოსპოტალში გაიკეთა. მას თან თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი, ფეჰრეთინ კოჩა ახლდა, რომელიც პრეზიდენტამდე ერთი დღით ადრე აიცრა.

”თურქეთი, ვაქცინის კიდევ 25-30 მილიონ დოზას მიიღებს. ჩვენ გვინდა, რომ ვაქცინაცია შეუფერხებლად და სწრაფად გაგრძელდეს”. – განაცხადა, ერდოღანმა.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის სამედიცინო სფეროს 250 000 მუშაკი უკვე აცრილია.

იხ. ვიდეო:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g