„პატარების დიდი შოუს“ სტუმარი 9 წლის დათა საკანდელიძე იყო.
პატარა დათა გადაცემას ოჯახთან ერთად ესტუმრა.
აღმოჩნდა, რომ უნიჭიერესი დათა, რომელიც ესპანეთში ცხოვრობს გარდა იმისა, რომ მღერის, მრავალ ინსტრუმენტზეც უკრავს.
„ქართული სკოლის ბუფეტი ჯობია“ – უპასუხა დათამ გადაცემის წამყვანის, დუტა სხირტლაძის სახალისო კითხვას, რომელიც დაინტერესდა რომელი ქვეყნის სკოლის ბუფეტი სჯობს.
9 წლის დათა საკანდელიძის ნიჭიერებამ საზოგადოება აღაფრთოვანა:
„თვალებიდან სულ ვარსკვლავები ცვივა დათა-ბიჭს, ისეთი კარგია!“ – წერენ სოციალურ ქსელში.
9 წლის დათა საკანდელიძე ✨9 წლის დათა საკანდელიძე ✨ ეწვიეთ „პატარების დიდი შოუს“ ოფიციალურ Youtube არხს: https://www.youtube.com/@LittleBigShotsGeorgia #პატარებისდიდიშოუ VI სეზონი/ეპიზოდი 3 #აქიმედია
Posted by პატარების დიდი შოუ on სამშაბათი, 01 ოქტომბერი, 2024