LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: თვითმფრინავს ძრავამ უმტყუნა და პირდაპირ საავტომობილო მაგისტრალზე დაჯდა

მსუბუქ ძრავიანი თვითმფრინავი იძულებული გახდა ნიუ-იორკის ერთ-ერთ ყველაზე გადატვირთულ საავტომობილო ტრასაზე დამჯდარიყო. შემთხვევის დეტალებს NBC ავრცელებს.

გაუთვალისწინებელი სიტუაცია 20 თებერვლის დილას წარმოიქმნა. ლაინერი Piper Cherokee Arche ქალაქი ფარმინგდეილის აეროპორტში უნდა დამჯდარიყო, თუმცა ძრავის გათიშვის გამო გზის გაგრძელება ვერ შეძლო. პილოტები იძულებული გახდნენ გადაწყვეტილება სწრაფად მიეღოთ და პირდაპირ ავტო მაგისტრალზე დაშვებულიყვნენ.

მიწაზე დაშვებისას ლაინერი ბოძს დაეჯახა და თვითმხილველთა კადრშიც სწორედ ამ დროს მოხვდა. ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ დაჯახების შედეგად ხომალდს ერთი ფრთა მოსძვრა.

როგორც ტელეარხი აზუსტებს, ბორტზე მხოლოდ ორი პილოტი იმყოფებოდა. ისინი მსუბუქი ტრავმებით საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მომხდარის მიზეზი ჯერ-ჯერობით დაუდგენელია, ავია ინციდენტის გამოძიება გრძელდება.