მუსიკოსი, გორის ქალთა გუნდის ხელმძღვანელი, თეონა ცირამუა მეუღლესთან და ახალშობილ ტყუპებთან ერთად გადაცემა „პოსტ ალიონს“ ესტუმრა.
მუსიკოსმა გადაცემაში ტყუპებს – კირას და თუთას პირდაპირ ეთერში „იავნანა“ უმღერა. როგორც თეონა ცირამუამ აღნიშნა, ის და მისი მეუღლე ტყუპებს დამოუკიდებლად, სხვების დახმარების გარეშე ზრდიან.
„დეკრეტი მაქვს აღებული, მინდოდა, რომ 6 თვემდე ბავშვებს დედის და მამის სითბო ეგრძნოთ. ჩვენ ვზრდით, მე რომ გავდივარ, გოჩა [მეუღლე] ორივე ბავშვს იტოვებს, ამას არავინ იჯერებს, გუშინაც დაიტოვა, აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებს. ისე არის „დასპეცებული“, მგონი ძიძად გოჩას ავიყვან“, – აღნიშნა თეონა ცირამუამ.
💘 თეონა ცირამუა დედა გახდა – გორის ქალთა გუნდის ხელმძღვანელი, ახალშობილ ტყუპებთან ერთად, სტუმრად „პოსტალიონში“
Posted by პოსტ ალიონი / Post Alioni on ოთხშაბათი, 21 მაისი, 2025