LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ტყუპი გოგონების შემაძრწუნებელი ამბები: „მამა ეჭვიანობდა დედაზე და ამის გამო გაგვაშვილეს… მანაც იცოდა ჩვენი გაშვილების შესახებ… დედა მორალურად განადგურდა ამ ამბის შემდეგ…“

893
თამუნა მუსერიძე

2022 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა პოსტი სოციალურ ქსელში, ჯგუფში „ვეძებ“, რომ 20 წლის ტყუპმა დამ ერთმანეთი იპოვა. კირცხის სამშობიაროში დაბადებული ტყუპი და ბიოლოგიურ მშობლებს ეძებდა. ანო სართანიამ და თამარ ხვიტიამ, რომლებიც სხვადასხვა ოჯახში გააშვილეს, თამუნა მუსერიძესთან ერთად ისაუბრეს ყველაფერზე, რაც გამოიარეს. გოგონების რეალური გვარი გახარია აღმოჩნდა.

ტყუპი გოგონების თქმით, მათ მშობლებს სამი შვილი ჰყავდათ, როცა დედა მათზე დაორსულდა. მამამ ეჭვიანობის გამო გადაწყვიტა, რომ მომავალი შვილები არ იყვნენ მისგან და ახალნამშობიარები ქალი იძულებით დააბრუნა სახლში ბავშვების გარეშე, ბავშვები კი, გოგონების თქმითვე, მისი თანხმობით, გააშვილეს სხვადასხვა ოჯახში. გოგონები იმასაც ამბობენ, რომ მამამ იცოდა მათი ადგილსამყოფელი და პერიოდულად ხედავდა კიდეც ახლომდებარე ქალაქში გაშვილებულ ერთ-ერთ გოგონას.

საინტერესოა ასევე ისიც, რომ გენეტიკურმა ტესტმა გამოავლინა, რომ ტყუპი გოგონები დედამ ნამდვილად თავისი მეუღლისგან გააჩინა.

ვიდეო: „29 წლის შემდეგ ახდენილი ოცნება“- ზესტაფონის სამშობიაროდან მოპარულმა ბიჭმა მშობლები იპოვა

ვიდეო: “კიდევ ერთი გარდაცვლილად გამოცხადებული ბავშვი ვიპოვეთ” – თამუნა მუსერიძე ემოციური ვიდეოს გვიზიარებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები