ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებულია და არაერთი მოგება აქვს, სტუმრად გადაცემაში „პრაიმშოუ“ იმყოფებოდა, სადაც კარიერაზე და მსოფლიოს ჩემპიონობაზე ისაუბრა.
„უმაღლეს დონეზე იყო ჩატარებული ჩემპიონატი და სპორტის სამინისტრომ ამ ყველაფერს თავი ძალიან კარგად გაართვა. ძალიან მაღალ დონეზე იყო. ყველა სპორტსმენი კარგი შთაბეჭდილებებით წავიდა აქედან.
დიდი ხანია ველოდებოდი ამ შედეგს. ორმაგად გასახარია, რომ ჩემპიონატი საქართველოში ჩატარდა. უბედნიერესი ვიყავი, რომ ჩემი ოჯახის და ჩემი საყვარელი ხალხის თვალწინ გავხდი მსოფლიოს ჩემპიონი“, – აღნიშნა სანდრო ბაზაძემ
