თინა ჭულუხაძე და მათე მარტიაშვილი გადაცემას „გული მღერის“ სტუმრობდნენ.
დედა-შვილმა გადაცემაში ბრწყინვალედ იმღერეს.
თინამ და მათემ – „ისევ ქარი წაიღებს“ შეასრულეს და მსმენელი კვლავ აღაფრთოვანეს.
„მადლობა ლიზა ბაგრატიონს და თემურ თათარაშვილს, მათ შემაყვარეს ეს საოცარი სიმღერა
მოისმინეთ, შეიყვარეთ ჩვენი შესრულებითაც
მათე, მეტს ვერაფერს ვინატრებდი ცხოვრებაში. ჩემი ყველაზე ძვირფასი სამკაული ხარ!“ – წერს თინა ჭულუხაძე.
„რამხელა გრძნობას აქსოვს ეს ბავშვი თითოეულ ფრაზაში და რა ბუნებრივად“
„რა დახვეწილი, ნატიფი , სასწაული ბიჭი ხარ. მათე, ბედნიერია შენი დედა, წარმატებული და ბედნიერი მომავალი მინდა გისურვო შვილო“
„დაგელოცოთ დედაშვილობა“
„საუკეთესო დედა-შვილის, საოცარი შესრულება“
„უფალმა დალოცოს თქვენი დედაშვილობა“
„ტკბილხმიანებო, არ მბეზრდება თქვენი მოსმენა“ – აღნიშნავს მსმენელი.