World Big Sleep Out – ეს გახლავთ სოციალური კამპანია, როდესაც 50 000-ზე მეტი ადამიანი ღამეს ნიუ-იორკში, თაიმ-სკვერზე ათენებს, კონცერტზე შემოსული თანხა კი უსახლკაროებს ხმარდება.
წელს უამრავი ადამიანის წინაშე 51 წლის უილ სმიტი წარსდგა, ვარსკვლავმა საოცარი პერფორმანსი მოაწყო, უამრავი სიმღერა შეასრულა, ბოლომდე გამოიყენა ქორეოგრაფიული და ვოკალური მონაცემები, ღონისძიების დასასრულს კი გულშემატკივრებთან ერთად ფოტოები გადაიღო და ერთ-ერთ ქალბატონს კი ჩაეხუტა კიდეც.
https://www.youtube.com/watch?v=Y9r65liiRhA


