LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „უკრაინელი ხალხის მიერ ჩვენი ყოველი ჩასვლა აღიქმება, როგორც ქართული საზოგადოების თანადგომის აქტი! ნინო ქათამაძე სიგიჟემდე უყვართ, ქუჩაში ვერ გაგვივლია, რომ ხალხის არმია არ შემოერტყას გარშემო“ – ნიკოლოზ რაჭველი უკრაინული ტურნედან კადრებს გვიზიარებს

133
ნიკოლოზ რაჭველი

ნიკოლოზ რაჭველი, ნინო ქათამაძე და ჯგუფი „ინსაითი“ საკონცერტო ტურნეთი უკრაინას სტუმრობდნენ.

უკაინის მოქალაქეების დახვედრის, ანშლაგით ჩატარებული კონცერტებისა და მიღებული შთაბეჭდილებების შესახებ ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში წერს და კონცერტზე მიღებული აბლოდისმენტების დროს გადაღებულ ვიდეოებს აქვეყნებს:

„დასრულდა ჩვენი უკრაინული საკონცერტო მოგზაურობა! ომის დაწყებიდან ნინოსთან ერთად მეცხრედ ვიყავი ამ შესანიშნავ ქვეყანაში.

ჩვენი ყოველი ჩასვლა უკრაინელი ხალხის მიერ აღიქმება, როგორც ქართული საზოგადოების თანადგომის აქტი! ჩვენ აქ მართლა წარმოვადგენთ ჩვენს სამშობლოს, რომელმაც ყველაზე კარგად იცის, რა არის კრემლის აგრესია! ყოველ ჯერზე, ჩვენი გამოსვლა უკრაინულ სცენებზე მიმართულია, ერთის მხრივ, გამხნევებისკენ, გამარჯვების იმედის განმტკიცებისკენ და მეორეს მხრივ, ვეწევით ქველმოქმედებას.

ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში მოგროვებული სახსრებით უკვე არაერთი სიკეთე გაკეთდა, შეძენილ იქნა სამედიცინო აპარატურა საველე ჰოსპიტალებისთვის და ა.შ.

ნინო ქათამაძე უკრაინაში სიგიჟემდე უყვართ. ქუჩაში ვერ გაგვივლია, რომ ყველა თაობის ხალხის არმია არ შემოერტყას გარშემო ამ სიყვარულის და მადლიერების გამოსახატავად.

მას არაერთი ეროვნული ჯილდო და ორდენი აქვს მიღებული ომის დროს აღმოჩენილი თანადგომისთვის. ნინო, ამავდროულად, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო სარეაბილიტაციო ინსტიტუციის საპატიო ელჩია, გარდა ამისა, მას აქვს ფონდი, რომლითაც უკვე ორი წელია ეხმარება ჩვენს ქვეყანაში იძულებით გადაადგილებულ ბავშვებსა და მათ ოჯახებს.

ამჯერად, ვიმოგზაურეთ ნინოს შემოქმედებით ოჯახთან „ინსაითთან“ ერთად. კონცერტებზე შემოგვიერთდნენ კიეველი და ლვოველი სიმებიანი მუსიკოსები. სცენაზე ყოველთვის ვართ ხოლმე ერთად, ორი ძმური ქვეყნის შვილები.

ჩვენი კონცერტების ორგანიზატორი მიხეილ ბონდარენკო, რომელიც თითქმის 20 წელია ნინოსთან და „ინსაითთან“ თანამშრომლობს, წელიწადნახევრის განმავლობაში ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდა. შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობამ აიძულა უკან დაბრუნება. მან ყველაზე მეტად იცის ომის დროს მუსიკისა და სოლიდარობის ფასი! ბედნიერი ვარ, რომ ცოცხალია, გადარჩა და კვლავ გვიმასპინძლა!

ჩვენ უკრაინაში კვლავ დავბრუნდებით, ტრადიციულად მათთან ერთად ვიქნებით მათი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს!

აქ საბრძოლო კუთხით კარგი დინამიკა იგრძნობა და გამარჯვების დრო ნელ-ნელა ახლოვდება!

უკრაინის გამარჯვება ყველაზე ნათელი გზაა საქართველოს გამარჯვებისა და გამთლიანებისკენ!

ამიტომ, კიდევ ერთხელ დიდება უკრაინას, დიდება საქართველოს და დიდება გმირებს!

აქვე ვაზიარებ კადრებს ოპერის თეატრის დარბაზებიდან სადაც გამოვედით გასული დღეების განმავლობაში!

კიევი – 25 მაისი

ხმელნიცკი – 26 მაისი

ლვოვი – 28 მაისი

ჩერნივცი – 30 მაისი“, – წერს ნიკოლოზ რაჭველი და ვიდეოებს აქვეყნებს.

დასრულდა ჩვენი უკრაინული საკონცერტო მოგზაურობა! ომის დაწყებიდან ნინოსთან ერთად მეცხრედ ვიყავი ამ შესანიშნავ ქვეყანაში….

Posted by Nikoloz Rachveli on პარასკევი, 31 მაისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები