LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: უკრაინული მედიის ინფორმაციით, სუმიდან მოსახლეობის ევაკუაციის პირველი ეტაპი იწყება

191
1

უკრაინის ქალაქ სუმიდან მოსახლეობის ევაკუაციის პირველი ეტაპი იწყება.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, სუმიდან ევაკუაციისთვის უკრაინა, რუსეთი და წითელი ჯვარი ჰუმანიტარული დერეფნის გახსნაზე შეთანხმდნენ და “დუმილის რეჟიმი” გამოცხადდა. ამის შესახებ პარტია “ხალხის მსახურის” წევრმა, რეინტეგრაციის მინისტრმა ირინა ვერეშჩუკმა ბრიფინგზეც ისაუბრა.

მედიის ინფორმაციით, უკრაინული მხარე არ გამორიცხავს, რომ რუსული მხარე კვლავ პროვოკაციებს განაგრძობს და თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

სუმის მცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდება ერთი მარშრუტით: სუმი – გოლუბოვკა – ლოხვიცა – ლუბნი – პოლტავა. სხვა მარშრუტებზე შეთანხმება არ ყოფილა.

უკრაინულმა მხარემ მიიღო ინფორმაცია, რომ რუსები ევაკუაციის ჩაშლას გეგმავენ და მარშრუტზე მანიპულაციებისთვის ემზადებიან.

ვერეშჩუკმა მოუწოდა რუსებს, შეთანხმებული პროცესის ჩაშლა შეწყვიტონ”, – წერს “უნიანი”.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე:

 

magti 5g