LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „უკვე მეშვიდე დღეც მიილია ჩემო ცხოვრება, რომელსაც არც ფერი აქვს და არც აზრი..ვერაფერს ვაკეთებ, გარდა იმისა, რომ გელი“ – მტკვარში დაკარგულ გიორგი შამუგიას, ამ დრომდე ეძებენ

475
გიორგი შამუგია

მტკვარში დაკარგულ გიორგი შამუგიას, ამ დრომდე ეძებენ.

გიორგის ემოციურ სტატუსს ნათესავი უძღვნის და მის ვიდეოს გვიზიარებს.

„უკვე მეშვიდე დღეც მიილია ჩემო ცხოვრება, რომელსაც არც ფერი აქვს და არც აზრი. დრო გავიდა, მაგრამ შენზე ფიქრი არ წყდება. შენი სახე, ხმა, სიცილი…თითქოს ახლაც აქ ხარ, სადღაც გვერდით, მაგრამ ამაოდ ვეძებ შენს თვალებს, შენს მკლავებს, შენს თბილ სიტყვებს.

ისე წახვედი, თითქოს ვერ დაგვემშვიდობე, ვერაფერი გვითხარი…წახვედი და თან წაიღე ჩემი სული, ჩემი სიმშვიდე, ჩემი ნახევარი. მენატრები…მენატრება შენი ღიმილი, შენი ბავშვური ხასიათი, შენი სიყვარული – უპირობო და მტკიცე. და ვერაფერს ვაკეთებ, გარდა იმისა, რომ გელი…ველი, როგორც ადამიანი იმედს.

შენ ჩემთვის მხოლოდ ბიძაშვილი არ იყავი – შენ იყავი ჩემი ძმა, ჩემი დასაყრდენი, ჩემი ბავშვობის ნაწილი და მოგონებების ყველა ნათელი ფერი. ახლა კი ყველაფერი მუქია… ყინულია ჩემს გულში, ტკივილი კი უკურნებელი. დის გულო,“ – წერს მეგი კვარაცხელია.

მაშ­ვე­ლებ­მა მტკვარ­ში გა­და­ვარ­დნი­ლი მან­ქა­ნა და ორი ცხე­და­რი 15 მაისს იპო­ვეს. ერთ-ერთი გარ­დაც­ვლი­ლის უტა ელი­ა­ვაა, რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე ცხე­დარს, ის ეკუთ­ვნის მგზავრს, რო­მე­ლიც ბი­ჭებ­თან ერ­თად ტრა­გე­დი­ის დროს იმ­ყო­ფე­ბო­და ავ­ტო­მო­ბილ­ში. ამ დრომ­დე ეძე­ბენ გი­ორ­გი შა­მუ­გი­ას ცხე­დარს.

„ჩემი ერთადერთი ძმა მტკვარმა წამართვა. უშენოდ მე არავინ ვარ, უტა“ – რას წერს მტკვარში დაღუპული უტა ელიავას და

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა 14 მაისის ღამეს მოხდა – ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროსთან გადავარდა ავტომობილი, რომელშიც 4 ადამიანი იმყოფებოდა. 1 პირი მაშველებმა შემთხვევიდან მალევე ამოიყვანეს.

ვიდეო:„ბოლოჯერ გნახე აქ… შენს ბიჭებთან მოხვედი და ნახევარ საათში წახვედი, მეჩქარება, უნდა დავბრუნდეო, რატომ გაგიშვი…“ – რა კადრებს ავრცელებს მტკვარში დაღუპული უტა ელიავას მეუღლე

„მე შენი ერთადერთი ვიქნები სიცოცხლის ბოლო წუთამდე“ – მტკვარში დაღუპული უტა ელიავას მეუღლე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g