მომღერალ ირაკლი ნოზაძის ოჯახს სოციალური ქსელების მომხმარებლები კარგად იცნობენ – ირაკლი ნოზაძის მეუღლე, ია დუდაშვილი ოჯახის შესახებ ინფორმაციას და ფოტო/ვიდეომასალას გამომწერებს ხშირად უზიარებს.
საზოგადოება კარგად იცნობს წყვილის მესამე ქალიშვილს, პატარა სიდონიასაც, რომელიც ახლახან 5 თვის გახდა. უსაყვარლეს გოგონას მშობლებმა ულამაზესი ვარდების თაიგული და ტორტი მიართვეს.
კადრებს ია დუდაშვილი „ინსტაგრამის“ სთორიში აქვეყნებს.
როგორც ვიდეოებიდან ირკვევა, სიდონიას ძალიან მოეწონა ულამაზესი ტორტი და მისი დაგემოვნებაც გადაწყვიტა: „ულამაზესი ხომ იყო ტორტი და უგემრიელესიც“, – წერს ია დუდაშვილი.