ალტისტ გიორგი ცაგარელს 29 აპრილს 38 წელი შეუსრულდა. მუსიკოსმა დაბადების დღე საყვარელი ადამიანებისა და მეგობრების გარემოცვაში აღნიშნა.
ფოტო: ლელა კილაძე გიორგი ცაგარელს დაბადების დღეს ულოცავს: „გილოცავ, ჩემო ტკბილო ბიჭო!..“
დაბადების დღის წვეულებაზე გადაღებულ ვიდეოებს და ტორტზე სანთლების ჩაქრობის კადრებს გიორგი ცაგარელის რჩეული, ლელა კილაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
როგორც კადრებში ჩანს, საჩუქრებთან ერთად, გიორგიმ ვარდების ულამაზესი თაიგულიც მიიღო.