LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „უნდა იცხოვრო აქ და ახლა…“ – ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა იმის შესახებ, რატომ არის შეცდომები და წაქცევა მნიშვნელოვანი ადამიანის ცხოვრებაში

191
ფსიქოლოგი

ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა „დილა მშვიდობის საქართველოს“ ეთერში საუბრობს აწმყოს მნიშვნელობაზე ადამიანების ცხოვრებაში:

„იმისათვის, რომ ადამიანმა მოახერხოს ინტეგრირება და მისი ცხოვრების ხარისხი იყოს მაღალი, აქ უნდა იცხოვროს და ახლა, წარსული გამოცდილებით, რა მასწავლა მან და რითი გამზარდა… რა მოჰყვა და რა მასწავლა იმან, რაც მოხდა… მაინც ჩვენი არჩევანია ყველაფერი. შეცდომაც მნიშვნელოვანია, რადგან გვზრდის, მათ შორის წაქცევაც. რომ არ წავქცეულიყავი, თავი მეგონებოდა ძალიან ჭკვიანი და ყოჩაღი. ადეკვატურობა ძალიან მნიშვნელოვანია…“

ფსიქოლოგმა ხაზი გაუსვა, რომ სასურველია ადამიანმა მიიღოს საკუთარი თავი, თავისი ნაკლით და დადებითი თვისებებით:

„თავდაჯერება ხომ ღიმილის მომგვრელი რამ არის, რისი უნდა გჯეროდეს, უფრო მეტი არ ვიცით, ვიდრე ვიცით, მაგრამ უნდა მიიღო შენი თავი, შენი ცოდნაც, უცოდინარობაც, შეცდომებიც, ნაკლიც და პოზიციონირების დროს არ გრცხვენოდეს, რომ რაღაც არ იცი, ან რაღაცა შეგეშალა. ბოდიშის მოხდაც შეგეძლოს, მადლობის თქმაც – ეს არის სილაღე, სიჯანსაღე და საკუთარი თავის მიღება…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g