მსახიობის, ტელე_ და რადიოწამყვანის, ლაშა რამიშვილის ქალიშვილს, მართა რამიშვილს საზოგადოება უკვე კარგად იცნობს – გოგონა სხვადასხვა გადაცემის აუდიტორიის წინაშე უკვე წარდგა და საკუთარი მუსიკალური და სამსახიობო მონაცემებით მაყურებელიც არაერთხელ მოხიბლა.
ლაშა რამიშვილმა ქალიშვილთან და ძმებ რამიშვილებთან ერთად „რა ყოფილა გურია“ შეასრულა
ამჯერად მართა რამიშვილმა სტუდია „წეროებთან“ ერთად მონაწილეობა მიიღო „რუსთავი 2“-ის მუსიკალურ გადაცემაში „გული მღერის.
სიმღერით „მითხარი“ მართამ გადაცემის მაყურებლისგან უამრავი კომპლიმენტი დაიმსახურა.
ვიდეო: „რა ღამეა“ – ლაშა რამიშვილი ქალიშვილთან ერთად ამღერდა: „ბრავო! მართა, მამიკოს გოგო…“
„უნიჭიერესი, მზე გოგო“, „კარი დედ-მამის შვილი, ოქროს გოგო ხარ“, „ძალიან ჰგავს მამას ვიზუალით, მოძრაობით და მიმიკებით“, „კოპიო ლაშა, სიცილი, მიმოხვრა, მამასავით ნიჭიერი, თბილი და საყვარელი“, „როგორ ჰგავს მამას, არტისტულობითაც კი“, „მართა, სასწაული ხარ შენ! სითბოსა და სიყვარულს ასხივებ სცენიდან“, – წერენ ვიდეოს კომენტარების ველში სოციალური ქსელის მომხმარებლები.
💫„მითხარი"- მართა რამიშვილი და სტუდია „წეროები"💫
Posted by გული მღერის • Guli Mgheris on შაბათი, 26 ივლისი, 2025