LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „უნიჭიერესი! საუკეთესო ხელოვანი ხართ!“ – როლანდ ოქროპირიძემ „ფუტკარი“ საკუთარი ინტერპრეტაციით შეასრულა

327
როლანდ ოქროპირიძე

მსახიობმა როლანდ ოქროპირიძემ, რომელიც ახლახან მაყურებელს გადაცემა „პოსტ ალიონის“ ერთ-ერთი წამყვანის ამპლუაში მოევლინა, დღევანდელ ეთერში ოთარ რამიშვილის ცნობილი სიმღერის – „ფუტკარი“ ახალი ვერსია შეასრულა.

როლანდ ოქროპირიძის მიერ შესრულებულმა სიმღერამ გადაცემის მსმენელის დიდი მოწონება დაიმსახურა.

„საუკეთესო ხელოვანი ხართ! მიხარია თქვენი წარმატებები!“, „ბრავო! საუკეთესო შესრულებაა“, „როცა ნიჭიერია ადამიანი, ეს ყველაფრიდან ჩანს!“ – წერენ ვიდეოს კომენტარების ველში სოციალური ქსელის მომხმარებლები.

როლანდ ოქროპირიძის მძიმე 3 წელიწადი: „მტკივნეული ამბები გადავიტანე… როცა ადამიანს რაღაცები გტკივა და გაწუხებს, უფრო კარგად გამოდის ლექსიც, სიმღერაც და ყველაფერიც…“

🎶,,ფუტკარი” – როლანდ ოქროპირიძე

Posted by პოსტ ალიონი / Post Alioni on ხუთშაბათი, 13 თებერვალი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g