პროდიუსერი რატი აბზიანიძე უნიკალურ კადრებს აქვეყნებს ბუბა კიკაბიძის არქივიდან.
ვიდეოში ერთ-ერთი გადაცემიდან ამონარიდია, სადაც ბუბა კიკაბიძე დედასთან, მანანა ბაგრატიონთან ერთად მღერის.
„დღეს მე-9 დღე შესრულდა ბუბას გარდაცვალებიდან, ვაკურთხეთ მისი საფლავი, სადაც განისვენებს მისი დედაც, – მანანა ბაგრატიონი.
ეს უნიკალური კადრები გადაღებულია 1988 წელს თბილისში, სადაც ბუბა და მანანა ერთად მღერიან…“