LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: უპილოტო ავომობილების მოტყუება ძალიან ადვილია

73
car-without-driver

გერმანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ უპილოტო ავტომობილი გზაზე არსებულ ობიექტებს ვეღარ აღიქვამს, მაშინ როცა მის თვალსაწიერში განსაკუთრბეული ნახატი ხვდება. ამისთვის კი საკმარისია რომ ნახატი ღია ფერებში იყოს შესრულებული და თან რამდენიმე შეფერილობას აერთიანებდეს.

ყველაზე დამაბნეველი ფერების მისაღებად მკვლევარებს რამდენიმე საათი დასჭირდათ. შემდეგ კი მათ ყველას აჩვენეს, თუ რა ემართება „ჭკვიან“ სისტემას ნახატის დანახვისას. უპილოტოს რეაქცია კი ყველაზე მოულოდნელი იყო, ის მკვეთრად ამუხრუჭებდა ან საერთოდ სიჩქარეს ზრდიდა.

სწორედ ამიტომ, სპეციალისტებს ძალიან ეშინიათ, რომ მომავალში როცა ავტოპილოტები მასობრივად გავრცელდება ამ „ტყუილის“ გამოყენებას ჰაკერები შეძლებენ.

მაისურზე დატანილ პატარა ნახატსაც კი შეუძლია რომ ავტომობილს ტვინი აურიოს. ამჟამად მეცნიერები ამ პრობლემის მოგვარებაზე მუშაობენ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის რომ სისტემა უფრო გამძლე გახადონ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g