Tesla Model 3-ზე დამონტაჟებულმა კამერამ კალიფორნიის გზაზე მომხდარი ავარია გადაიღო. წვიმდა, გზა დასველდა და პიკაპის მძღოლმა საჭის მართვა ვეღარ შეძლო, ავტომობილი გზიდან გადავიდა, Tesla–ს გზაზე აღმოჩნდა და ავარია გარდაუვალი იყო.
ელექტრომობილი შეჯახებას ვერ გადაურჩა, თუმცა კადრებში კარგად ჩანს, რომ Model 3 დამუხრუჭებას უპრობლემოდ ასწრებს.
საბედნიეროდ, ავარია მსხვერპლის გარეშე დასრულდა და უპილოტო ელექტრომობილის შეკეთებაც შესაძლებელია. დამნაშავე პიკაპი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა „ტესლას“ მიერ გადაღებული კადრების დახმარებით სანომრე ნიშნის ნახვა და მფლობელის პოვნა პოლიციას არ გაუჭირდება