„ურსას“ ერთ-ერთ კონცერტზე, ანსამბლის წევრებთან სცენაზე მოხვდა 4 წლის ბიჭუნა, რომელიც მშობელს დაეკარგა.
მას შემდეგ, რაც ჯგუფის წევრებმა პატარა გამოკითხეს, რომელმაც მამა იკითხა, სოლისტმა, გიორგი ძოწენიძემ გაიხუმრა: „ბავშვი ამბობს, მამა მოდი სცენასთანო. ამ შემთხვევაში კიდევ უფრო მარტივად არის საქმე, რადგან ბავშვი ჩვენთანაა, მშობელია დაკარგული. ამას ეშველება… აბა, მამა?! აი, დედა გამოჩნდა… რა კარგია… ერთი კონცერტი ეს არის ცალკე“.
