LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ვაღიარებ, რომ მაქვს ელიტარული განათლება…ძალიან სწორი გავაკეთე, რომ მოსკოვში წავედი სასწავლებლად“ – ციცინო შურღაია

818
2026-01-23_01-16-28_679627

საზოგადოებისთვის ცნობილი პლასტიკური ქირურგი და პროფესორი, ციცინო შურღაია რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ საქართველოში იმყოფება.

„გაზი დატოვა მოშვებული, ეტყობა ჩემი მოკვლა უნდოდა“ – ციცინო შურღაიას გულახდილი ინტერვიუ

ციცინო შურღაია ახლა თბილისში მუშაობს და პაციენტებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან იღებს. ციცინო შურღაია სტუმრობდა პოდკასტს – „სტუმრად ანნასთან“, სადაც კარიერაზე ისაუბრა.

„ძალიან სწორი გავაკეთე, რომ სასწავლებლად მოსკოვში წავედი, რადგან მაშინ საქართველოში არ იყო იმხელა შესაძლებლობები, რაც რუსეთში. აქ ყველაფერი რომ ჩაწყობით ხდებოდა, ეს იყო ჩემი პროტესტი. საერთოდ, საქართველოში ყველა ყველას ნათესავია და ჩაწყობით ხდება ყველაფერი. შეიძლება ყველა მოატყუო, მაგრამ ექიმი, რომელიც ქაღალდზე მიიღებს ნიშანს და თავში არაფერი აქვს, ეს ჩემთვის არის ნონსენსი, ეგ იყო ჩემი პროტესტი.

რამდენიმე მიზეზია, რატომაც დავბრუნდი თბილისში. პირველი ის, რომ ჩვენი კათედრა დაიშალა. ძალიან სწრაფად დაიშალა, კოვიდის დროს გარდაიცვალა ორი პროფესორი, ჩვენი კათედრის გამგეც. შემდეგ ვერ მოილაპარაკეს ერთმანეთში, დაცალეს კაბინეტი და ყველა დაგვითხოვეს. დავრჩით ბაზის გარეშე. ჩემთან პაციენტები ასევე ჩამოდიან მთელი მსოფლიოდან – დაიწყო ომი, გადაიკეტა ყველა გზა. იქ სხვა ფასებია, ბარათები არ მუშაობდა, ამიტომ გამორიცხული იყო პაციენტების მიღება.

სადაც ვმუშაობ და ვმუშაობდი, დამეთანხმებიან, რომ ძირითადად არიან უცხოელი პაციენტები. ეს პაციენტები საქართველოში ჩამოდიან სიამოვნებით. მე არასდროს მიფიქრია, რომ ჩემი დონის პლასტიკური ქირურგები არ არიან საქართველოში. პლასტიკური ქირურგიაც მრავალმხრივია, მე ყველაფერი არ ვიცი, შეიძლება ვიღაცამ უკეთ იცოდეს რინოპლასტიკა.

კი, ვაღიარებ, რომ მაქვს ელიტარული განათლება, ყველაფერი დამთავრებული მაქვს, დოქტორანტურა, ასპირანტურა და ა.შ. თითქმის ყველა ქვეყანაში მისწავლია. დონე არ მაქვს-მეთქი, ვერ ვიტყვი, თან ვასწავლიდი რუსეთში ყველაზე მაღალ კათედრაზე“, – ამბობს ციცინო შურღაია.

„ელიტა მილოცავს, კიდევ კარგი, საერთოდ ქუჩაში არ დარჩი და ყველაფერი არ წაგართვაო“ – რას ჰყვება ციცინო შურღაია ია ფარულავაზე

„მოღალატე ქალის ბინაში რა გინდა? კაცი არ ხარ?“ – ციცინო შურღაია ტარიელ სუარს

ვიდეო: „მოხდა ის, რაც მოხდა და ჩვენი გზები გაიყო“ – რას ჰყვება ია ფარულავა ციცინო შურღაიაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g