LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ვახტანგ კახიძის საიუბილეო საღამო, სცენაზე აცეკვებული მაესტრო და პოპულარული კომპოზიციები მისი რეპერტუარიდან

784
ვატო კახიძე

ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში მაესტრო ვახტანგ კახიძის საიუბილეო საღამო გაიმართა, სადაც ცნობილმა კომპოზიტორმა და დირიჟორმა განვლილი გზა დამსწრე საზოგადოების წინაშე შეაფასა.

ღონისძიების მონაწილეები გახლდნენ თბილისის სიმფონიური ორკესტრი, საქართველოს სახელწიფო საგუნდო კაპელა, ანსამბლი „მძლევარი“, სოლისტი ვოკალისტები: ქეთევან ქართველიშვილი, მიხეილ ედიშერაშვილი, გაბრიელ ჩომახაშვილი. ინსტრუმენტალისტები: ალექსეი სოლონოვიჩი (ჩელო), გიორგი ონიანი (დოლი).

საღამოს განმავლობაში შესრულდა მაესტროს მიერ სხვადასხვა დროს დაწერილი მუსიკალური ნაწარმოებები.

რასაკვირველია, მაყურებელმა კვლავ დიდი სიამოვნება მიიღო ვახტანგ კახიძის, როგორც დირიჟორის, დახვეწილი მანერებითაც სცენაზე…

ცნობილ მუსიკალურ ნაწარმოებებს შორის, რა თქმა უნდა, იყო ცნობილი „ანო და ვანო“.

საღამოს სტუმრებმა არაჩვეულებრივი შთაბეჭდილებები მიიღეს…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები