LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ვამაყობ, რომ ქართველი ვარ… სიმართლით მინდა ვიარო მთელი ცხოვრება, ფეხბურთელის კარიერა მთავრდება 15 წელიწადში, მაგრამ ქართველობას არასდროს დავკარგავ“ – გიორგი ქოჩორაშვილი

180
2024-04-22_23-50-27_639381

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი გადაცემის ,,მხოლოდ ლელასთან” სტუმარია, რომლის ეთერშიც პატრიოტულად საუბრობს.

მისი თქმით, ფეხბურთელის კარიერა მთავრდება 15 წელიწადში, მაგრამ ქართველობას არასდროს დაკარგავს.

,,ვამაყობ, რომ ქართველი ვარ. ის რაც შევძელით მთელმა საქართველომ და ნაკრებმა ძალიან დიდი სიხარული იყო. დარწმუნებული ვარ რომ ჩვენს ქვეყანას ვიხილავთ გაბრწყინებულს და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

როდესაც იცი, რომ მართალი ხარ, ისევე როგორც შენი ოჯახი და ქვეყანა უფრო ადვილია, რომ სწორი გზა მონახო. იგივეა პენალტიც, თუ ცდილობ რომ უკეთესად დაარტყა, უკეთესად გემუშავა ყველაფერი ძალიან კარგად იქნება.

სიმართლით მინდა ვიარო მთელი ცხოვრება, ფეხბურთელის კარიერა მთავრდება 15 წელიწადში, მაგრამ ქართველობას არასდროს დავკარგავ”, – ამბობს გიორგი ქოჩორაშვილი.

გი­ორ­გიმ ,,ინ­სტაგ­რამ­ზე” თა­ვი­სი პა­ტა­რა დის­შვი­ლის ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­საც ხელ­ში ევ­რო­კავ­ში­რის დრო­შა ჰქონ­და და ღია მხარ­და­ჭე­რა გა­მო­ხა­ტა ბოლო დროს თბი­ლის­ში მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ე­ბის და სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი კურ­სის მი­მართ.

,,სა­დაც არ უნდა ვიყო, რა ენა­ზეც არ უნდა ვსა­უბ­რობ­დე, ყვე­ლა­ზე ახლო ადა­მი­ა­ნე­ბი ვინც არი­ან ჩემ­თან, არი­ან ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი და მათ ყო­ველ­თვის და­ვი­ცავ რაც არ უნდა მოხ­დეს. ჩემ­თვის სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლოა ის, რაც მოხ­და. ჩემი დის­შვი­ლის ფოტო იყო. ამა­ზე შე­იძ­ლე­ბა არ უნდა მი­წევ­დეს ლა­პა­რა­კი, მაგ­რამ მი­წევს იმი­ტომ, რომ ჩემს ოჯახს ეხე­ბა. მე გა­მოვ­ხა­ტე ის, რაც ყვე­ლა ქარ­თვე­ლის გულ­ში არის, ჩემი ოჯა­ხის გულ­ში არის, ჩემი პა­ტა­რა დის­შვი­ლე­ბის გულ­ში არის”, – ამ­ბობს ფეხ­ბურ­თე­ლი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g