ტელეჟურნალისტი გურამ როგავა მოსახლეობას დამდეგ 2025 წელს ულოცავს და აცხადებს, რომ აპირებს ახალ წელს რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეებთან ერთად შეხვდეს.
გურამ როგავა „ტვ პირველის“ გადაცემის „შუადღე“ ვიდეომიმართვაში 2024 წელს აფასებს და აღნიშნავს, რომ ეს მისთვის მეორედ დაბადების წელი იყო და ბევრი რამ გადააფასა:
„ეს წელი ჩემთვის მეორედ დაბადების წელი იყო, ექიმებმა მითხრეს, რომ სასწაულებრივად გადავრჩი, შესაბამისად, ბევრი რაღაც გადავაფასე და მივხვდი, რა არის მთავარი ჩემს პროფესიაში, ცხოვრებაში, რომ რაღაც ფორმალობის გამო არ ვაპირებ ვიღაცასთან ენის მოჩლექით საუბარს, მინდა, რომ რასაც ვფიქრობ, პირდაპირ ვთქვა, უფრო ხისტად, ვიდრე ადრე.
ვხედავ რეალობას იმაზე მკვეთრად, ვიდრე ადრე შემეძლო ამის დანახვა. ის, რაც შემემთხვა, ჩემთვის არის მაგალითი, რა წყობაა დღეს ქვეყანაში.
მინდა, 2025 წელს შევინარჩუნოთ ის ენერგეტიკა, რაც ახლა რუსთაველზე იგრძნობა და არა მხოლოდ რუსთაველზე – საქართველოს ქალაქებში, სადაც ადამიანები გამოდიან ქუჩაში, არ იღლებიან, ერთგვარი სამსახური გახდა, რომ ყოველ საღამოს, ქუჩაში უნდა შევიკრიბოთ.
მე ვაპირებ, რომ ახალ წელს შევხვდე რუსთაველის გამზირზე, ეს ჩემთვის იქნება დიდი მუხტის მომცემი, მინდა რომ ყველა ადამიანს, ვინც იქ დგას ჩავეხუტო და მადლობა ვუთხრა“, – ამბობს გურამ როგავა „ვიდეომიმართვაში“.
გილოცავთ ახალ წელს🌲 გილოცავთ ახალ წელს 👇 გურამ როგავა #შუადღელაივი #ტვპირველი #ახალიწელი #მილოცვა #გილოცავთახალწელს #2025წელი #გილოცავთ #გურამროგავა
Posted by შუადღე Live • Shuadge Live on კვირა, 29 დეკემბერი, 2024