LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ვარსკვლავთცვენა Coldplay-ის კონცერტზე – ჯგუფმა ახალი სინგლის გამოსვლა დააანონსა

155
Coldplay_2024_01_18_19_57_08

Coldplay-ის მე-9 სტუდიური ალბომის – Music of the Spheres მხარდასაჭერი მსოფლიო ტურნე ევროპიდან განახლდა. ბრიტანული პოპ როკ ჯგუფის პირველი ევროპული პერფორმანსი 8 ივნისს, საბერძნეთში შედგა.

აღსანიშნავია, რომ ათენში, Olympic Stadium-ზე შეკრებილ 122,000 დამსწრეს შორის, არაერთი ვარსკვლავიც იმყოფებოდა. ინფორმაცია მათი შოუზე ყოფნის შესახებ, ლუკ ევანსმა გაასაჯაროვა. უელსელმა მსახიობმა საღამოდან ,,ინსტაგრამზე” ვიდეო ატვირთა, რომელშიც ჯო ჯონასის, ლიამ ჰემსვორტისა და კაილი მინოუგის გარემოცვაშია გადაღებული.

ცნობისთვის, კოლექტივმა ახლახან, ახალი სიმღერის გამოსვლა დააანონსა. Feels Like I’m Falling in Love, რომელიც ლიდ სინგლი იქნება ბენდის მომავალი, მე-10 სტუდიური ალბომიდან – Moon Music და პირველი ჩანაწერი 2022-ის შემდეგ, დღის სინათლეს 21 ივნისს იხილავს. დისკის რელიზის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

Coldplay-ის ევროპული ტურნეს ყველა ბილეთი გაყიდულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები