LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ვდგავარ შუაგულ ევროპაში და მინდა ხმამაღლა ვიყვირო – მე ვარ საქართველო და ჩემი ადგილი არის აქ“ – ლელა წურწუმიას ემოციური მიმართვა

190
ლელა წურწუმია

ლელა წურწუმიამ ემოციური ვიდეო მიმართვა ჩაწერა.

როგორც ლელა აღნიშნავს, ის, რომ ევროპა ასე ახლოა ჩვენთან, ეს ქართველი ხალხის თავდაუზოგავი შრომის შედეგია.

„ვდგავარ შუაგულ ევროპაში და მინდა ხმამაღლა ვიყვირო – მე ვარ საქართველო და ჩემი ადგილი არის აქ.

ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ქვეყანა დიდი შრომით, თავდაუზოგავად, სისხლის ფასად იბრძოდა იმისთვის, რომ მოეპოვებინა თავისი ადგილი ევროპაში.

ჩვენ ისე ახლოს ვართ ამ ევროპულ ოჯახთან, სულ ერთი ხელის გაწვდენაზე.

სანამ ამას ქვეყანა გააკეთებდა, ადამიანები აკეთებდნენ. ადამიანები, რომლებიც მთელი შემართებით, დიდი სულისკვეთებით, ყოველთვის ცდილობდნენ, რომ ადგილი გვეპოვა ევროპაში,“ – აღნიშნა ლელამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები